<<<<<<<< სასწავლო რესურსი >>>>>>>>


სასწვლო რესურსის ინსტრუქცია
სასწავლო რესურსი დამზადდა პროექტისთვის „ქართული ფოლკლორი“. მისი შექმნის მიზანი იყო ცხადად ეჩვენებინა საქართველოს კუთხეებში გავრცელებული საკრავების არეალი. ამ რესურსმა ხელი შეუწყო თვალნათლად ეჩვენებინა ყოველივე ეს.
რესურსი დაამზადეს მოსწავლეებმა, სადაც გათვალისწინებული იყო მათი შესაძლებლობები. გაუჭირდათ დიდი ზომის რუკის დახატვა და მოიფიქრეს, პროექტორის საშუალებით მიენათებინათ და ისე გადაეტანათ ზუსტი კონტური. კარგად გაართვეს თავი და საინტერესო სამუშაოც კი იყო მათთვის.
შინაარსობრივად ზუსტად პასუხობს რესურსი თემას და ადეკვატურია პროექტი საჭიროებებთან. რესურსი ორგანიზებულია და  თანმიმდევრულია საგაკვეთილო პროცესში.
რესურსი მრავალჯერადი და მრავალფუნქციურია. მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველ წელს ქართული ფოლკლორის შესწავლისას. ასევე შეუძლია გამოიყენოს ისტორიის ანდა გეოგრაფიის მასწავლებელმაც საჭიროებისამებრ.



რესურსის რეფლექსია
აღნიშნული რესურსის შექმნა განაპირობა პროექტის წარმოებამ, რომელიც განვახორციელე 2018-2019 სასწავლო წელს.
რესურსი შეესაბამება ესგ-თი გათვალისწინებულ შედეგს იმენად, რამდენადაც თემა ეხებოდა საქართველოს კუთხეებს და იქ გავრცელებულ მუსიკალურ საკრავებს. ეს გახლავთ სამშენებლო ღრუბლისგან დამზადებული საქართველოს კონტურული რუკა, რომელის შექმნაშიც უშუალოდ მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
სამიზნე ჯგუფი იყო მე-7, მე-8 და მე-9 კლასი, რადგან სწორედ ამ კლასებში ისწავლება საქართველოს კუთხეები და მათი კულტურა. მოსწავლეები სწავლობენ ქართულ ფოლკლორს, კუთხეების დამახასიათებელ თავისებურებებს და იქ გავრცელებულ საკრავებს. იმისათვის, რომ თვალსაჩინო ყოფილიყო ინსტრუმენტთა გავრცელების არეალი და ცოდნა გაემთლიანებინათ მოსწავლეებს, ამ თემას მივუძღვენით პროექტი სახელწოდებით, „ქართული ფოლკლორი“. დავამზადეთ სამშენებლო ღრუბლისგან საქრთველოს რუკა, რაშიც თავად მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მე ვასრულებდი ფასილიტატორის როლს. რუკა დაყვეს კუთხეებად. წინასწარ დაბეჭდეს ქართული საკრავები და გამოჭრეს მოსწავლეებმა და მოამზადეს პროექტისთვის. პროექტის მსვლელობისას, თითოეული კუთხის განხილვის შემგომ, მოსწავლეები ჭიკარტებით ამაგრებდნენ კუთხისათვის დამახასიათებელ საკრავს რუკაზე. მოსწავლეებს არ გასჭირვებიათ კუთხეების მოძებნა და სრულყოფილი თვალსაჩინოების შექმნა, პირიქით, სახალისო, საინტერესო და ინტერაქტიული იყო.
რესურსი მრავალჯერადია, მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველ წელს, ქართული ფოლკლორის შესწავლი დროს. ამ თვალსაჩინოების საშუალებით მოსწავლეებს აქვთ უშუალო შეხება რუკასთან, ამთლიანებენ გეოგრაფიულ, ისტორიულ, ხელოვნების და რა თქმა უნდა მუსიკის საგნის ცოდნას. საკრავები კი იოლად მაგრდება და ასევე იხსნება რუკიდან ჭიკარტების საშუალებით.
რესურსის შექმნისას გვქონდა მცირე დაბრკოლება. ღრუბელი საკმაოდ დიდი ზომის იყო და მასზე რუკის დახატვა საკმაოდ გაჭირდა. მოსწავლეებს მოუვიდათ აზრად,  პროექტორის საშუალებით მიენათებინათ და კონტური მარკერით გადაეტანათ ღრუბელზე. იდეა მოგვეწონა და მეტი სიზუსტისთვის გამოვიყენეთ ეს ხერხი.

რესურსი მარტივად გამოსაყენებელია გაკვეთილზე, იოლად მაგრდება კედელზე,  სახალისოა და მოსწავლეებს ეხმარება ტრანსფერის უნარის განვითარებაში. ეროვნული კულტურის შესწავლისას მკაფიო და დასამახოვრებელია. სანამ სკოლაში ისწავლება ქართული ფოლკლორი, ყოველთვის შესაძებელია მისი გამოყენება.

ხაშურის მე-7 საჯარო სკოლის მუსიკის უფროსი პედაგოგოი: ნათია ბარბაქაძე.


Комментариев нет:

Отправить комментарий