2018-2019 სასწავლო წელს ხაშურის მე-7 საჯარო სკოლაში მცირე ფორიმირება განიცადა Vა და Vბ კლასმა. მოხდა ამ ორი კლასის გაერთიანება. ბუნებრივია ბავშვებს გაუჭირდათ ერთმანეთთან შეგუება და საჭირო გახდა ჩარევა ისეთი აქტივობებით, რომელიც ხელს შეუწყობდა კლასში პოზიტიურ ურთიერთობების ჩამოყალიბებას. კლასის დამრიგებელმა ბევრი საინტერესო აქტივობა დაგეგმა კლასში ურთიერთოების გასაუჯობესებლად, ერთ-ერთი იყო მშობელთა ჩართულობა. პროექტის სახელწოდებით - „მშობელი, ჩემი ძალა და მაგალითი“. მე, როგორც შემსვლელმა პედაგოგმა და ერთერთმა მშობელმა გავგეგმე სოციალური პროექტი. პროექტი ეხებოდა სოციალური კომპეტენციების განვითარებას.
პროექტი მიზნად ისახავდა პრობლემების გადაჭრას, რომელიც პირდაპირ კავშირშია ესგ-სთან. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა ამოეცნოთ პრობლემა, გაეანალიზებინათ პრობლემის არსი და მოეძებნათ გადაჭრის გზები. ჩემი აზრით, ამგვარი აქტივობა მოსწავლეებში გამოიწვწდა ჯგუფური მუშაობის საჭიროებას და ერთმანეთთან თნამშრომლობის აუცილებლობას. ვინაიდან, ამგვარი აქტივობები ხელს შეუწყობდა მოსწავლეთა შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
დავგეგმე შემდეგი აქტივობები: კლასის მოსწავლეთა ორგანიზებული გადაყვანა ხაშურიდან სურამის ტერიტორიაზე, ბავშვების მობილიზება სურამის ციხის შორიახლოს. სურამის ციხის მიძებნა ბავშვების მიერ GPS-ის საშუალებით. სურამისა და სურამის ციხის ისტორიის გაცნობა. პიკნიკი. საღამოხანს, პრობლემაზე ორიენტირებული ფილმის ნახვა -გარჩევა.
ვადები გათვლილია ამ ეტაპზე 1 დღიანი აქტივობებით, სამომავლოდ შეიძლება გაიწეროს 2, 3 დღეზეც. საწყისი ეტაპისთვის მცირე ვადები უნდა იყოს გათვლილი, განმეორების შემთხვევაში სასურველია დროის და დაბრკოლებების გაზრდა.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვიეთ კლასის დამრიგებელი და რამოდენიმე მშობელი, რომლებიც დამხმარის მოვალეობას შეასრულებდნენ. მაგალითად, სურამის ციხეზე ასვლის დროს 2-3 მშობელი გადანაწილდა სახიფათო ადგილას და თვალყური მიადევნეს მსწავლეთა უსაფრთხო გადადგილებას.
აქ გასათვალისწინებელი იყო მონაწილეთა რაოდენობა. თუ ბევრი მოსწავლე გამოთქვამდა სურვილს სურამის ციხეზე ლაშქრობისას, მშობელთა ჩართულობა გახდება საჭირო, მცირე რაოდენობის შემთხვევაში საკმარისი იქნებოდა ჩემი და დამრიგებლის ჩარევა.
კლასში პროექტის გამოცხადების შედეგად, უმრავლესმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი მონაწილეობის შესახებ. ასევე მშობლებმაც გამოთქვეს სურვილი პროექტში ჩართვისა. წინასწარ განვსაზღვრე და შევარჩიეთ მარშრუტი და შევარჩიე მშობელთა საჭირო რაოდენობა. იდეა ყველას მიეწონა.
გავითვალისწინე ის რისკები, რომელიც შეიძლება წარმოქმნილიყო. მაგალითად, როგორ მოიქცეოდნენ არაფორმალურ გარემოში მოსწავლეები, შეძლებდნენ თუ არა ორიენტაციას უცხო ადგილას, არ დაიფანტებოდნენ სხვადასხვა მხარეს და ა.შ. მშობელთა ჩართულობამ და ორგანიზებამ უზრუნველყო ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილება.
აქ ჩამოთვლილ თითოეულ აქტივობას კარგად გაართვეს მოსწავლეებმა თავი და აჩვენეს პოზიტიური დამოკიდებულება ურთიერთისადმი, რაც ჩემი მიზნის ერთერთი მთავარი კომპონენტი იყო.
ხაშურის მე-7 საჯარო სკოლის
მუსიკის უფროსი პედაგოგი, ნათია ბარბაქაძე.
ხაშურის მე-7 საჯარო სკოლის
მუსიკის უფროსი პედაგოგი, ნათია ბარბაქაძე.
Комментариев нет:
Отправить комментарий