საზაფხულო სკოლა

მოგესალმებით!
როგორც მოგეხსენებათ დასრულდა სასწავლო წელი, ჩვენს სკოლაში კი ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი საზაფხულო სკოლის გახსნის შესახებ.
 მე და ჩემმა კოლეგამ, მაკა არევაძემ გადავწყვიტეთ მოსწავლეებს შევთავაზოთ ორკვირიანი პროგრამა სადაც ისინი დაკავდებიან 10- დან 14 საათამდე.


წარმოგიდგენთ საზაფხულო სკოლის მიზნებსა და ყოველდღიურ სამოქმედო გეგმას:



საზაფხულო სკოლის შექმნის მიზნები:
 1. მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ესგ- მოთხოვნების მიხედვით, ფოკუსირებული სწავლება;
2.      მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა;
3. ინტეგრირებული სწავლების პროცესში მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის განვითარება;
2017-2018 საწავლო წლის დასრულს გადავწყვიტეთ სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ბაზაზე საზაფხულო სკოლის ფუნქციონირება, რომლის მიზანი მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და მათში ცოდნის ტრანსფერის უნარის განვითარება ესგ- მოთხოვნებისა და სტანდარტის მიხედვით მოხდება.
 
აღნიშნული მიზნის მისაღწევად გადავწყვიტეთ მუსიკის, ხელოვნების და ლიტერატურული ნაწარმოებები შევთავაზოთ მოსწავლეებს ისეთი მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით, რომ მათ არ გაუჭირდეთ ერთი თემის ინტერპრეტაცია ამ სამი საგნის მიხედვით. თემატიკის შერჩევისას გავითვალისწინეთ მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები და საჭიროება. ამასთანავე შევეცდებით მოვახდინოთ მოსწავლეთა საბაზო ცოდნის კონცენტრაცია  და მოვახდინოთ მთელი წლის ნასწავლს წარმოჩენა და ერთგვარი შეჯამება.
  
საზაფხულო სკოლა იფუნქციონირებს სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლაში, ორი კვირის ხანგრძლივობით. 10-დან 14 საათამდე.

                                       
                                     საზაფხულო სკოლის მუშაობის თემატური გეგმა
თვე და რიცხვი
                          თემის სახელწოდება
18.06.2018
1. სკოლის წესების გაცნობა. საუბარი მეგობრულ ურთიერთობებსა და ერთმანეთის დახმარებაზე. „მოლოდინების ხე“
2. მოთხრობის კითხვა, ხატვა, ემოციის გადმოცემა.
3. ლანჩი
4. მუსიკის მოსმენა, აღქმა, საუბარი.
5. თამაში: „აბა გამოიცანი“
19.06.2018
1. საუბარი მულტიპლიკაციაზე.
2. ფილმის ნახვა.
3. ლანჩი
4. ნანახი ფილმის გარჩევა
5. თამაში: „აბა გამოიცანი“
20.06.2018
1. საუბარი გამოჩენილ მხატვრებზე.
2. ხატვა, გაფერადება
3. ლანჩი
4. ხელნაკეთი ნივთების დამზადება
5. თამაში: „აბა გამოიცანი“
21.06.2018
1. საუბარი საბალეტო ხელოვნებაზე
2. ფილმის ნახვა
3. ლანჩი
4. ვიდეო კოლაჟების ნახვა, როგორ მზადდება პუანტები და ა.შ.
5. თამაში: „აბა გამოიცანი“
22.06.2018
1. საუბარი ცნობილ საბავშვო მწერლებზე
2. მოთხრობის კითხვა
3. ლანჩი
4. წაკითხულის გარჩევა
5. თამაში: “აბა გამოიცანი“
25.06.2018

1.საუბარი თეატრზე, სამსახიობო ხელოვნების შესახებ
2. წაკითხული მოთხრობებიდან რომელიმე ეპიზოდის ინსცენირება
3. ლანჩი
4. რომელიმე ცნობილი სპექტაკლიდა ნიმღერის სესწავლა
5. თამაში:“აბა გამოიცანი“
26.06.2018
1. მოთხრობის წაკითხვა
2. პერსონაჟების რუკის შექმნა
3. ლანჩი
4. აფორიზმებით თამაში
5. თამაში: „აბა გამოიცანი“
27.06.2018
1. ტყეში გასეირნება და საუბარი ბუნებაზე
2. პეიზაჟის ხატვა
3. პიკნიკი
4. აპლიკაციების დამზადება წიწვებით, გირჩებით და სხვა
5. თამაში: „აბა გამოიცანი“
28.06.2018
1. თამაში ეზოში, სპორტული აქტივობა
2. ერთმანეთისთვის ბარათების დამზადება
3. ლანჩი
4. საუბარი განხილულ თემებზე, რომელი უფრო მომეწონა
5. თამაში:“აბა გამოიცანი“
29.06.2018
1. შემაჯამებელი შეხვედრა:
2. მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა
3. ლანჩი
4. ვიქტორინა (ზოგადი ცოდნის შესამოწმებლად)
5. გამარჯვებულის დაჯილდოვება


პირველი შეხვედრა 👍💝💟💗💓💕💖❤❤არ დაიზარეს პატარებმა სკოლაში გამოცხადება.
 მათ მოლოდინების ხე დახვდათ 👍💝💟💗💓💕💖




 
ქცევის წესებიც შევიმუშავეთ
შეხვედარა მეორე




მოსწავლეებს გააჩნიათ საკუთარი მოსაზრებები და თავისუფლად გვთავაზობენ საინტერესომოსაზრებებს. ნახეს ფილმი და გამოკვეთეს მნიშვნელოვანი პრობლემები. ისაუბრეს ბულინგის აქტუალურ თემაზე.
შეხვედრა მესამე
😍 😊  ძალიან სახალისოა ზაფხულის დღეების ბავშვებთან გატარება.
👀 👀 👀
ნახეს ფილმი "ზოოტოპია", ბოლოს ბარათების მეშვეობით უპასუხეს ძალიან საინტერესო კითხვებს, გამოკვეთეს პრობლემები,  დაახასიათეს პერსონაჟები და ისუბრეს ათას საინტერესო თემაზე.
 მანამდე კი....
ვისაუბრეთ ეროვნულ გმირებზე, საქართველოს ისტორიის ერთ მნიშვნელოვან პერიოდზე. მოსწავლეები ინტერესით ისმენდნენ და გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს.







 
 





 
სახალისოა თანაკლასელებთან ერთად
არაჩვეულებრივი ბავშვები გვყავს! ყურადღებით უსმენენ მაკა მასწვლებლის მიერ შერჩეულ საინფორმაციო და თხრობითი ხასიათის ტექსტებს, გააჩნიათ მოსაზრებები და ავლენენ ზოგად განათლებას. ძალიან ყოჩაღები არიან!





 




 
სახალისოა თანაკლასელებთან ერთად
მოსწავლეებმა თვითონ აირჩიეს განსახილველი თემა შეთავაზებული თემებიდან. ასევე ისწავლეს სიმღერის ტექსტი და მელოდია.




მადლობა მაკა მასწავლებელს, ფოტოების მოწოდებისთვის! <3
 




შწემაჯამებელი შეხვედრა





საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი მასწავლებლის რეფლექსია: სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლის ბოლოს, ჩემს კოლეგა, ქართულის მასწავლებელ, მაკა არევაძესთან ერთად მოვაწყეთ საზაფხულო სკოლა „ჩვენ ქვეყნის მომავალი ვართ“. სკოლის პროგრამა მოვარგეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებს, რომელიც მოიცავდა განმავითარებელ, შემოქმედებით, გასართობ და სახალისო აქტივობებს. საზაფხულო სკოლის მიზნებს წარმოადგენდა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა, ინტეგრირებული სწავლის პროცესში მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის განვითარება, რომელიც საშუალებას მისცემს ბავშვებს მოახდინონ უკვე არსებული ცოდნის მრავალმხრივი გამოყენება. ამასთანავე შევეცადეთ ხელი შეგვეწყო მოსწავლეებს დავხმარებოდით საბაზო ცოდნის კონცენტრაციასა და მთელი წლის ნასწავლის წარმოჩენასა და ერთგვარ შეჯამებაში. იმისათვის, რომ მიგვეღწია საზაფხულო სკოლის პროგრამით გათვალისწინებული შედეგისათვის, მე და ჩემმა კოლეგამ მოვახდინეთ ფუნქციების დელეგირება. კერძოდ, მან პასუხისმგებლობა აიღო ლიტერატურული თემატიკის შერჩევაზე და მისი ეფექტურად გადაცემის სტრატეგიებზე. მე კი, ფილმების შერჩევასა და სახელოვნებო მხარეს ვხელმნძღვანელობდი. იმის გათვალისწინებით, რომ დაიწყო არდადეგები შესაძლოა მოსწავლეების აქტიურობაში ყოფილიყო შეფერხება. ამ რისკის აღმოსაფხვრელად მოსწავლეებთან გასაუბრების მიხედვით შევადგინეთ საზაფხულო სკოლის პროგრამა და თემატიკის შერჩევისას გავითვალისწინეთ მოსწავლეთა სურვილები და ინტერესები. ასევე მათ მშობლებს გავაცანით საზაფხულო სკოლის მიზნები და მუშაობის სპეციფიკა. სასწავლო თემატიკისა და რესურსების შერჩევისას გავითვალისწინეთ მოსწავლთა ასაკობრივი თავისებურებები, სწორედ ამიტომ კოლეგასთან ერთად გადავწყვიტე, რომ ჩვენი პროგრამა და გეგმა მოგვერგო სწორედ საზაფხულო სკოლის მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და ინტერესებისათვის. ყოველი დღის ბოლოს ხდებოდა გასაუბრება ბავშვებთან, თუ რა მოლოდინები და სურვილები ჰქონდათ მათ მომდევნო დღესთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ჩვენმა გეგმამ და შესაბამისად მეთოდებმა ყოველდღიური მოდიფიცირება განიცადა. რაც შეეხება მუშაობის პროცსში გამოვლენილ ხარვეზებს, საზაფხულო სკოლის მოწყობა, ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, როგორ მოვახერხებდით თავის გართმევას, რამდენად ეფექტურად შევარჩევდით თემატიკასა და სტრატეგიებს. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა მრავალფეროვანი რესურსები და ვფლობდით მათი პრეზენტაციისათვის ეფექტურ სტრატეგიებს, დავდექი იმ ფაქტის წინაშე, რომ საზაფხულო სკოლაში მოსვლის სურვილი სხვადასხვა ასაკის და აკადემიური დონის ბავშვებმა გამოთქვეს. სწორედ მასალის დიფერენცირებულად მიწოდების დროს დავინახეთ ჩვენი გასაუმჯობესებელი მხარე. მომდევნო სასწავლო წელს გავითვალისწინებთ მიღებულ გამოცდილებას და ხარვეზების აღმოსაფხვრელად ვიზრუნებთ პროფესიულ განვითარებაზე სხვადასხვა მეთოდებით, ტრენინგები იქნება ეს, გამოცდილ კოლეგასთან კონსულტაცია, თუ მეთოდური ლიტერატურის გაცნობა. სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლის მუსიკის უფროსი მასწავლებელი: ნათია ბარბაქაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий