საწრეო მუშაობა



მუსიკალური წრე სკოლაში


წრის ხელმძღვანელი - ნათია ბარბაქაძე
სწავლების მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ სიმღერა სხვადასხვა ენაზე, აითვისონ სასცენო მოძრაობა და მოახდინონ საჯარო პრეზენტაცია.


სწავლების საჭიროება:
სკოლაში მუსიკალური წრის შექმნის აქტუალობა განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ მუსიკის გაკვეთილი დატვირთულია თეორიული და სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშოებით. სიმღერისთვის განკუთვნილი დრო საკმარისი არაა მოსწავლეებში ხმის დასამუშავებლად და სიმღერის სრულყოფილად შესასწავლად.
მოსწავლეებისა და მათი მშობლების სურვილის გათვალისწინებით სკოლაში ჩამოვაყალიბე მუსიკალური წრე, სადაც მოსწავლეები კვირაში ორ დღეს დაუთმობენ დროს სიმღერის შესწავლას. 

მოსწავლეები შეძლებენ მონაწილეობას სასკოლო და სარაიონო ღონისძიებებში და მოახდენენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას.


განსახორციელებელი აქტივობები:
  1. არტიკულაციის აპარატის დახვეწა
  2. ვოკალური სავარჯიშოები
  3. სიმღერების შესწავლა სხვადასხვა ქვეყნის ენაზე
  4. სასცენო მოძრაობების ათვისება
  5. ლექციური კურსი (გაცნობა სხვადასხვა მუსიკოს-შემსრულებლების, მუსიკალური ჯგუფებისა და დასების, ჟანრებისა და მუსიკალური მიმართულებების და სხვა, ინტერესის მიხედვით)
კურსის მოკლე აღწერა:  მოსწავლეები შეისწავლიან მეტყველების სავარჯიშოებს, დაიმუშავებენ ხმას და შეძლებენ სიმღერას როგორც ქართულ, ასევევ სხვა ენებზე. გაიმართება საანგარიშო კონცერტი, სადაც მოსწავლეები გამოავლენენ საკუთარ თავს, იმღერებენ მარტო და სხვებთან ერთად. სურვილის შემთხვევაში მომზადდება მუსიკალური კლიპი. 

წრის სამუშაო გეგმა:







N
თარიღი
თემის დასახელება


რესურსი
1
01.02.2018
გასაუბრება ბავშვებთან, ბგერის გამოთქმის ტექნიკის გაცნობა და ვარჯიში, ვოკალური სავარჯიშოები. საბავშვო სიმღერა - „პეპელა“
ფორტეპიანო, მაგნიტოფონი, აუდიო მასალა.
2
07.02.2018
სავარჯიშოები პრობლემური ბგერების გამოთქმაზე, ვოკალური სავარჯიშოები, სიმღერა - ინდივიდუალურად და წყვილებში.
ფორტეპიანო, მაგნიტოფონი, აუდიო მასალა.
3
14.02.2018
ენის გასატეხები, სპეციფიური სარჯიშოები, მუშაობა სიმღერის ტექსტსა და მელოდიაზე.
ფორტეპიანო, მაგნიტოფონი, აუდიო მასალა.
4
21.02.2018
ვოკალური სავარჯიშოები, სიმღერა, საუბარი სასცენო მოძრაობაზე.
ფორტეპიანო, მაგნიტოფონი, აუდიო მასალა.
5
28.02.2018
ვოკალური სავარჯიშოები, სიმღერა, ემოციური აღქმა. საუბარი ქართველ საბავშვო კომპოზიტორებზე.
ფორტეპიანო, მაგნიტოფონი, აუდიო მასალა.
6
07.03.2018
ვოკალური სავარჯიშოები, სიმღერა. საუბარი ქართულ საბავშვო სიმღერებზე.
ფორტეპიანო, მაგნიტოფონი, აუდიო მასალა.
7
21.03.2018
ვოკალური სავარჯიშოები, სიმღერა. საუბარი თანამედროვე საესტრადო ჟანრებზე.
ფორტეპიანო, მაგნიტოფონი, აუდიო მასალა.
8
28.03.2018
ვოკალური სავარჯიშოები, სიმღერა. საუბარი თანამერდოვე ცნობილ ჯგუფებზე და ავტორ შემსრულებლებზე.
ფორტეპიანო, მაგნიტოფონი, აუდიო მასალა.
9
04.04.2018
ვოკალური სავარჯიშოები, სიმღერა. საუბარი ცნობილ საოპერო შემსრულებლებზე.
ფორტეპიანო, მაგნიტოფონი, აუდიო მასალა.
10
11.04.2018
ვოკალური სავარჯიშოები, სიმღერა. საუბარი მუსიკის დანიშნულებაზე ადამიანის ცხოვრებაში.
ფორტეპიანო, მაგნიტოფონი, აუდიო მასალა.
11
18.04.2018
ვოკალური სავარჯიშოები, სიმღერა. საუბარი თანამედროვე ტენდენციებზე მუსიკაში, რატომ უნდა ვიმღეროთ ესა თუ ის სიმღერა და როგორ უნდა შევასრულოთ.
ფორტეპიანო, მაგნიტოფონი, აუდიო მასალა.
12
25.04.2018
რეპეტიცია. მზადება კლიპის გადასაღებად. სიმღერის შერჩევა, სცენარის მომზადება და ა.შ.
ფორტეპიანო, მაგნიტოფონი, აუდიო მასალა.
13
02.05.2018
რეპეტიცია. კლიპის მომზადება.
ფორტეპიანო, მაგნიტოფონი, აუდიო მასალა.
14
16.05.2018
კლიპის პრეზენტაცია
ფორტეპიანო, მაგნიტოფონი, აუდიო მასალა.
15
23.05.2018
რეპეტიცია. საკონცერტო პროგრამის შერჩევა/დახვეწა (მოსწავლეების შესაძლებლობლობების უკეთ წარმოსაჩენად)
ფორტეპიანო, მაგნიტოფონი, აუდიო მასალა.
16
30.05.2018
რეპეტიცია
ფორტეპიანო, მაგნიტოფონი, აუდიო მასალა.
17
06.06.2018
რეპეტიცია
ფორტეპიანო, მაგნიტოფონი, აუდიო მასალა.
18
13.06.2018
საანგარიშო კონცერტი
ფორტეპიანო, მაგნიტოფონი, აუდიო მასალა.


💚💚💚












 




გამოსვლამდე ერთი საათით ადრე







👉💜💞💛💟💚💝💙💗💖💕💓👈






წარმატებით დასრულდა საწრეო მუშაობა, ბავშვებმა რაიონილ დელფიადაზე მოიპოვეს დიპლომი და მედალი. ვულოცავ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ ჩემს პატარებს. იმედია, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი ერთობლივი მუშაობა წრის ან კლუბის ფარგლებში.

1 комментарий: