воскресенье, 18 августа 2019 г.

ჩემ შესახებ

        მე ვარ ხაშურის მე-7 საჯარო სკოლის მუსიკის წამყვანი მასწავლებელი ნათია ბარბაქაძე.
2011 წლიდან დღემდე ვმუშაობ აღნიშნულ სკოლაში. ასევე, ვმუშაობ სოფელ წრომის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში.

       1998 წელს დავამთავრე ქ. თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის მე-3 სამუსიკო სასწავლებელი საფორტეპიანო განხრით (მონიჭებული მაქვს ასევე კონცერტმეისტერის კვალიფიკაცია). 
      პარალელურად ვსწავლობდი და 2000 წელს დავამთავრე იმავე სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. 
     ბლოგი საგანმანათლებლოა და წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს სკოლის მასწავლებლისთვის. თუ მოგწონთ ჩემ მიერ განხორციელებული აქტივობები, რომელიც ატვირთულია ბლოგზე, შეაფასეთ და დააკომენტარეთ.
პატივისცემით: ნათია ბარბაქაძე.

четверг, 24 мая 2018 г.